შემოსავლების სამსახური ახალ ციფრულ ჰაბს წარადგენს
23 თებერვალს, 11:30 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარადგენს ახალ საინფორმაციო/მეთოდოლოგიურ ციფრულ ჰაბს – infohub.rs.ge
აღნიშნული პორტალი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შეიქმნა.