ხელოვნებათმცოდნე და მუსიკოსი ანზორ თამარაშვილი  გარდაიცვალა

ხელოვნებათმცოდნე და მუსიკოსი ანზორ თამარაშვილი  გარდაიცვალა. ინფორმაციას ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ ავრცელებს.
„ბატონმა ანზორმა დიდი წვლილი შეიტანა რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში, საგუნდო ხელოვნების განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. იგი, წლების მანძილზე მუშაობდა მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენა – პოპულარიზაციის მიმართულებით. არის რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, „ღირსების ორდენის“ კავალერი. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები – „მოკლე მუსიკალური ლექსიკონი“, „მსოფლიო მუსიკალური კულტურა“ და „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“.
ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები