გივი მიქანაძე – “ხალხის ძალის” კანონპროექტზე: არც ამერიკული ვერსიაა, არც რუსული და არც არანაირი, ეს არის სუფთა ქართული მიდგომა
ინიცირებული კანონპროექტი არც ამერიკული ვერსიაა, არც რუსული და არც არანაირი. ეს არის სუფთა ქართული მიდგომა, რომელიც აგებულია მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტორზე, გამჭვირვალობასა და ანგარიშგებაზე, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.
„არანაირ შეზღუდვას ეს კანონპროექტი არ აწესებს. ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ეს არის ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ. თუ ითარგმნება კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს და წარედგინება პარლამენტს, ის შეიცავს ისეთ შეზღუდვებს, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტთან შეუსაბამოა და მას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, „ხალხის ძალა“ წარადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი იქნება.