ირაკლი კობახიძე – გახარიაზე: მართლა საცოდავი კაცია – გახარიას და „ნაციონალურ მოძრაობს“ ჰყავთ ერთი პატრონი
“ეს კაცი საინტერესო არ არის, მართლა საცოდავი კაცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას და „ნაციონალურ მოძრაობს“ ერთი პატრონი ჰყავთ.
„ეს კაცი პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა. მას ერთი პროცენტიც აღარ აქვს რეიტინგი. გახარიას და „ნაციონალურ მოძრაობს“ ჰყავთ ერთი პატრონი – ამას ვამბობდით და ეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რაც მან გააკეთა მათ შორის 20 ივნისს და რასაც აკეთებდა 2021 წელს.
გახარია გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო. მაშინ ის კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ ჩვენ, მათ შორის იმისთვის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ იყო ის ფაქტორი და დღეს მასზე ლაპარაკი არ ღირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.