რატი იონათამიშვილი: მიდგომა, რომ არ მაქვს წაკითხული კანონპროექტი, მაგრამ არ მომწონს, უნდა დასრულდეს

“მიდგომა, რომ არ მაქვს წაკითხული კანონპროექტი, მაგრამ არ მომწონს, უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით სამუშაოა.

„რაც შეეხება ბოლო ინიციატივას, ალტერნატიულ წინადადებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სამუშაო, მაგრამ აღსრულების ნაწილში, სადაც არის გამკაცრებულ მექანიზმებსა და მათ შორის სანქციებზე საუბარი, ცხადია, ვფიქრობ, რომ ეს არ არის რელევანტური და ამ საკითხებზე არგუმენტირებული მსჯელობა იქნება აუცილებელი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები