ირანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ევროპის – ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ბენდერ-აბასიდან ჩრდილო-დასავლეთით 117 კმ-ში, 10 კმ სიღრმეში იყო.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

21 თებერვალს ამავე ტერიტორიაზე 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც ასევე ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები