იტალია უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ მელონიმ კიევში შეხვედრა გამართეს.
როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, იტალიის მთავრობის მეთაურმა ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სამი ახალი სისტემის გადაცემის შესახებ განაცხადა.
ჯორჯია მელონის განმარტებით, მეექვსე პაკეტი უპირატესად ფოკუსირებულია საჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
„ჩვენ საფრანგეთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით ამაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეერთიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში SAMP-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არის, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებიც – Skyguard და Spike. დღეისთვის სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა“, – განაცხადა იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობაზე.
ჯორჯია მელონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა აგრესია, მისთვის მიწოდებული ყველა იარაღი უნდა იყოს თავდაცვითი, გათვლილი დაცვისთვის.
მისი თქმით, იტალია უკრაინას განაღმვით სამუშაოებში დაეხმარება და გენერატორებს გაუგზავნის.