“დასავლეთს სურს, უკრაინის კონფლიქტი გლობალური გახადოს” – პუტინი

“დასავლეთ სურს, უკრაინის კონფლიქტი გლობალური წინააღმდეგობის ფაზაში გადაიყვანოს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური სათათბიროსადმი მიმართვაში.

მისი თქმით, დასავლეთის ელიტები არ მალავენ საკუთარ მიზნებს – რუსეთს სტრატეგიული მარცხი მოუტანონ.

პუტინმა მიმართვა ტრადიციული რიტორიკით დაიწყო, რომ უკრაინაში ომი “ვაშინგტონმა დაიწყო და უკრაინას 2022 წლის დასაწყისში ყირიმსა და სევასტოპოლზე დარტყმის მიყენებისკენ მოუწოდებდა”.

მისივე თქმით, რუსეთი კი “ომის შესაჩერებლად იყენებდა და იყენებს ძალას”.

პუტინის თქმით, 1939 წელს “დასავლეთმა გზა გაუხსნა” ნაცისტურ გერმანიას და ახლა ის ქმნის “ანტირუსეთს”.

მისივე მტკიცებით, უკრაინაში ნაცისტურ სიმბოლოებს მასიურად იყენებენ, დასავლეთში კი არ ადარდებთ, ვისზე გააკეთონ ფსონი “რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მთავარია – ჩვენ წინააღმდეგ იბრძოლონ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები