ირანი მზად არის, “3+3” ფორმატის მორიგი შეხვედრა გამართოს

ირანი მზადაა, თეირანში, “3+3” ფორმატში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამართოს.

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ჰოსეინ აბდოლაჰიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე გრუშკომ აღნიშნა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა „ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე“.

აბდოლაჰიანმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები