ჯინ შაჰინი: ევროკავშირის რეკომენდაციებში ეს არის პირობა – განსაკუთრებით მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები

“ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რომ ოპონენტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ იმის გამო არ აპატიმრებდნენ, რომ ისინი ოპოზიციას წარმოადგენენ”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ყველა პატიმრის შემთხვევაში აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ მათი ჯანმრთელობა დაცული იყოს.

„ევროკავშირის რეკომენდაციებში ეს არის პირობა – განსაკუთრებით მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ეს არის ძირითადი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, რომ იმუშაონ თავისი პროფესიით და შესაბამისად აწარმოონ თავისი საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რომ ოპონენტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ იმის გამო არ აპატიმრებდნენ, რომ ისინი ოპოზიციას წარმოადგენენ. მე არ შემიძლია ვისაუბრო ბრალდებებზე, რომელიც წაყენებული ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ მჯერა, რომ ხელისუფლებას ყველა პატიმრის შემთხვევაში აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ მათი ჯანმრთელობა დაცული იყოს პატიმრობაში ყოფნის დროს“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები