„იულიუს კეისარი“ – პრემიერა გაიმართება
24 თებერვალს, 19:00 საათზე, „თეატრი ათონელზე“ თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) წარმოადგენს უილიამ შექსპირის ტრაგედიას – „იულიუს კეისარი“.
პიესის ავტორია: უილიამ შექსპირი; რეჟისორი: გეგა გაგნიძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თეატრალური სანახაობა რეჟისორ გეგა გაგნიძის პროფესიული კვლევის ნაწილია. კვლევა ორიენტირებულია მაყურებელზე, სივრცითი ზემოქმედების შესაძლებლობებზე. სპექტაკლი „იულიუს კეისარი“ წარმოადგენს გეგა გაგნიძის ბრიტანული ტრილოგიის დასკვნით ნაწილს:
მარტინ მაკ’დონაჰი – ბალიშის კაცუნა (თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარდაფი, 2019წ.)
დევიდ ჰაროუერი – შავი ფრინველი (თეატრი ათონელზე, 2022წ.)
სპექტაკლში მონაწილეობენ: თემიკო ჭიჭინაძე, შაკო მირიანაშვილი, ია სუხიტაშვილი, გიორგი წერეთელი, ნატალია ჯუღელი, თაკი მუმლაძე, გაგა შიშინაშვილი, გიორგი რაზმაძე, გიორგი გიორგანაშვილი, გივი ბალანჩივაძე, ოთარ აშკარელი, გიორგი ჩაჩუა.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები:
ანუკი ბუბუტეიშვილი, ელენე თავართქილაძე, კესო ავალიშვილი, ქეთა ხოჯანაშვილი, ლალიკო ღერკენაშვილი, ლაშა წიკლაური, ლიზი კოტრიკაძე, მარიამ ბალახაძე, ნიკა თავართქილაძე, ნიკა ჭკადუა, ნიკა გუგუნავა, ნიკუშა ხრიკული, ნინი თათოშვილი, თამარ ქადაგიძე, თათა გავაშელი, ნია გუგავა, მარიამ ბოლქვაძე,, ალექსანდრე შარაბიძე.
პიესის შესახებ:
პიესა რომის ისტორიის რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მოგვითხრობს დაუმარცხებელი მხედართმთავრის, იულიუს კეისრის მკვლელობის ამბავს.ერთპიროვნული მართველობით შეწუხებული სენატორები არწმუნებენ კეისრის უახლოეს მეგობარს, მარკუს ბრუტუსს, მიიღოს შეთქმულებაში მონაწილეობა.
ძალაუფლება, სიყვარული, ღალატი, ძალადობა ის მარადიული თემებია, რომლითაც გაჯერებულია უილიამ შექსპირის პიესა.