ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ამის შესახებ Yonhap-ი წერს.

სამხრეთ კორეის სამხედროები ამბობენ, რომ ეს იყო ორი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა. გაშვებას აკავშირებენ აშშ-კორეის დაწყებულ ერთობლივ წვრთნებზე პასუხად, რომლებიც წელს, ჩრდილოეთ კორეის მიერ პირველი, შორი მანძილის რაკეტის გაშვების საპასუხოდ დაიწყო.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა განაცხადეს, რომ გაშვება დაფიქსირდა სუჰონის რეგიონიდან, პიონგანის სამხრეთ პროვინციაში, დილის 07:00 საათის შემდეგ, რაკეტებმა 390 და 340 კილომეტრი დაფარეს.

მოგვიანებით, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ რაკეტების გაშვება დაადასტურა და განაცხადა, რომ რაკეტებმა 395 და 337 კილომეტრი დაფარეს.

სეულმა რაკეტების გაშვებას პროვოკაცია უწოდა, რომელიც ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში და მსოფლიოში.

19 თებერვალს, სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, რომელშიც ამერიკული ბომბდამშენები და სამხრეთ კორეული F-35A-ები იყო ჩართული.

მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხეების შეკავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები