დარიალის ხეობაში მებაჟე ოფიცრები მუდმივ რეჟიმში მორიგეობენ
საბაჟო-გამშვები პუნქტის “ყაზბეგი”-ს მებაჟე ოფიცრები მუდმივ რეჟიმში მორიგეობენ. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, დარიალის ხეობაში სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საბაჟო-გამშვები პუნქტის “ყაზბეგი”-ს მებაჟე ოფიცრები მუდმივ რეჟიმში მორიგეობენ. მათ შეძლეს დაცულ ადგილას გადაეტანათ ტექნიკისა და სამუშაო ინვენტარის ნაწილი. საბაჟო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია დამატებით მიეწოდება.