რატი ბრეგაძე: წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა პოლიტიკური შანტაჟისთვის – იმისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ და არ გამოეთქვათ პროტესტი და მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის”
მე არ წარმომიდგენია, რომ სახელმწიფოში მთავრობას და პასუხისმგებელ პირებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ციხეებში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ის რაც ხდებოდა ციხის ტერიტორიაზე პირდაპირ რეაქციაში იყო იმ მოვლენებთან, რომლებიც მაშინ ქვეყნის ტერიტორიაზე ხდებოდა. წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა მათ შორის პოლიტიკური შანტაჟისთვის. კერძოდ, იმისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ და არ გამოეთქვათ პროტესტი და როგორც არჩევნებში, ასევე ყოველდღიურობაში მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.