ირაკლი კობახიძე: ძალებს, რომლებიც დიდი მასშტაბის კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ აბურდული რეზოლუციები „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია

ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის კოორდინაცია და იმ ძალებს, რომლებიც ამ კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ ასეთი აბურდული რეზოლუციები, ასე ვთქვათ, „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის კოორდინაცია და იმ ძალებს, რომლებიც ამ კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ ასეთი აბურდული რეზოლუციები, ასე ვთქვათ, „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია. ეს ძალიან ცუდად მეტყველებს ევროპარლამენტზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა ევროკავშირში და რა თქმა უნდა, ამის აღქმა ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ევროპარლამენტი ასეთი დაბალი სტანდარტით მოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები