გარემოს დამცველები დარიალის ხეობაში სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ

გარემოს დამცველები დარიალის ხეობაში სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ. როგორც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, ძლიერი წვიმის შემთხვევაში მეწყერის ჩამოწოლა ისევ არის მოსალოდნელი. „ეს ასეთი მდინარეებისთვის დამახასიათებელია, ამიტომ როცა რამე შენდება ასეთ მდინარეებზე ყოველთვის არის ეკოლოგების თხოვნა, რომ ყველა რისკი იყოს გათვლილი. ჩვენ ვეუბნებოდით როგორც “დარიალ ჰესის” მშენებლებს, ასევე “ლარსი ჰესის” მშენებლებს, რომ ისინი შესაძლოა რაღაცა ტრაგედიის მიზეზი გამხდარიყვნენ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები