დავით ბაქრაძის სიმამრი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

 საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით ბაქრაძის სიმამრი ლერი მეტრეველი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესცენტრში დაუდასტურეს. როგორც „კვირას“ პრესცენტრში განუცხადეს, ლერი მეტრეველი უკვე ერთი საათია პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იმყოფება და გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. ცნობისათვის, ლერი მეტრეველი დავით ბაქრაძის დაუსაბუთებული შემოსავლის ლეგალიზაციის საკითხზე იკითხება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანხა 2002 წელს სიმამრისგან მიიღო.
ლერი მეტრეველმა „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან დავით ბაქრაზესა და მაკა მეტრეველს 400 ათასი აშშ დოლარი საკუთარი სახლის გაყიდვის შემდეგ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები