დიმიტრი ხუნდაძე: გამჭვირვალობა თუ ვინმეს უქმნის საფრთხეს, ესე იგი, ვიღაცის დასამალი საქმეები სააშკარაოზე გამოდის და ამის ეშინიათ

გამჭვირვალობა თუ ვინმეს უქმნის საფრთხეს, ესე იგი ვიღაცის დასამალი საქმეები სააშკარაოზე გამოდის და ამის ეშინიათ, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი და “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ხუნდაძე კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას.

„გამჭვირვალობა თუ ვინმეს უქმნის საფრთხეს, ესე იგი, ვიღაცის დასამალი საქმეები სააშკარაოზე გამოდის და ამის ეშინიათ. თუ ვინმეს აქაც ეჭვი ეპარება და ფიქრობს, რომ არ არის ამერიკული და სხვა რომელიმე ქვეყნის ანალოგი, შეგვიძლია – ვიმსჯელოთ. ჩვენი მცდელობა იყო, რომ უფრო მსუბუქი რეგულაციები მიგვეღო, ვიდრე ეს აქვს ამერიკას, თუ ეს ეცოტავებათ, ან ეჭვი ეპარებათ, გადმოვთარგმნოთ ერთი ერთში და მივიღოთ ეს კანონი ერთი-ერთში“, – აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები