ქადაგიშვილი – სააკაშვილზე: სტრასბურგი ვერ დაუშვებს, სიმულაციით გამოწვეული მდგომარეობა გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძვლად მიიჩნიოს
სასამართლო იურიდიულად ვერ დაუშვებს, სიმულაციის გზით გამოწვეული რაღაც მდგომარეობა მიიჩნიოს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძვლად. ეს დაამკვიდრებს პრაქტიკას, რომ ნებისმიერ პატიმარს შეეძლება, მიმართოს სიმულაციის გზას და, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მოითხოვოს მისთვისაც პატიმრობის გადავადება ან პატიმრობიდან გათავისუფლება, – ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტის კითხვას, რა პერსპექტივა აქვს სტრასბურგის სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს.
„სასამართლო ღიად მიმდინარეობდა. რა პირობებში იმყოფება პატიმარი, ამის ნახვაც შეიძლება. ყველა ის „ფეიკი“, რომელსაც გზადაგზა იგონებდნენ მოწამვლასა და წამებაზე, ვერცერთს ვერ ადასტურებენ, რადგან თავიდანვე „ფეიკი“ იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლო იურიდიულად ვერ დაუშვებს, სიმულაციის გზით გამოწვეული რაღაც მდგომარეობა მიიჩნიოს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძვლად. ეს დაამკვიდრებს პრაქტიკას, რომ ნებისმიერ პატიმარს შეეძლება, მიმართოს სიმულაციის გზას და, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მოითხოვოს მისთვისაც პატიმრობის გადავადება ან პატიმრობიდან გათავისუფლება. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასჯელაღსრულებისა და, ზოგადად, სამართლის წარმოების მიმართულებით“, – ამბობს ქადაგიშვილი.