მაჭარაშვილი – უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე: მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთების გამო

მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთების გამო. იმიტომ რომ არ შეიძლება, არ გქონდეს წაკითხული კანონპროექტი და ისე საუბრობდე, რომ ეს დაარღვევს ადამიანის უფლებებს, – ასე პასუხობს “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პარტნიორების კრიტიკას.

მისი თქმით, ამერიკაში მოქმედი კანონი “უცხოური გავლენის აგენტებზე” შეარბილეს და ევროპულ სტანდარტს მოარგეს.

“შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობა და ეს ერთი ერთში წერია, ნათარგმნი იქნება, ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ, ერთ-ერთში იქნება ნათარგმნი და მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, თუ მაინც იტყვიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან.
მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთების გამო. იმიტომ რომ არ შეიძლება, არ გქონდეს წაკითხული კანონპროექტი და ისე საუბრობდე, რომ ეს დაარღვევს ადამიანის უფლებებს. როცა წაიკითხავ კანონპროექტს, იქ საერთოდ სიტყვა არ წერია შეზღუდვაზე”, – თქვა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებები მოისმინოს მოსახლეობამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები