სდსს-ის თანამშრომლებმა აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ფარგლებში სისხლი გაიღეს

აქციის – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობის 300-მდე თანამშრომელმა გაიღო სისხლი.
ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოქალაქეთა სხვა მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით სისტემატური უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან“, შპს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან“ და შპს „სისხლის ბანკთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები