ლევან იოსელიანი: მიზეზი, რატომ არ გადის ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე, არის ის, თუ როგორ იქცევა თავად სააკაშვილი – ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობას უფრო ღირსეულად უნდა იტანდეს

არ შეიძლება 10 და 20-კაციანი აქციის მოწყობა და ამის ისტერიულად გაშუქება. ადამიანები ამას რომ უყურებენ, ამ ყველაფერზე ეცინებათ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქტივობებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობას მეტი ღირსებით უნდა იტანდეს.

„არ შეიძლება 10 და 20-კაციანი აქციის მოწყობა და ამის ისტერიულად გაშუქება. ადამიანები ამას რომ უყურებენ, ამ ყველაფერზე ეცინებათ. ეს მაყურებლის შეურაცხყოფაც არის. ტყუილიც კი არ არის, ამის კეთება არის აბსოლუტური სისულელე.

როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გადის ოპოზიცია სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე? – ამის მიზეზი არის ის, თუ როგორ იქცევა მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც ამბიცია ჰქონდა იმისა, რომ ის არის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, მეტად ღირსეულად უნდა იტანდეს პატიმრობას. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მუდმივი ისტერიკით შედეგს მიაღწევ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც რაღაცის დათმენით, ღირსების ჩვენებით აფასებენ ადამიანებს. ერთი მხრივ, როდესაც გინდა იყო ერის მამა და შენ მოგყვებოდეს ხალხი, მინიმალური სტანდარტი უნდა მისცე ამის. თავგანწირვა არის პოლიტიკოსის მთავარი თვისება, რაც მან უნდა აჩვენოს თავის მხარდამჭერებს და მერე ადამიანები, შეიძლება გაჰყვნენ მას. მის მომხრეებს რომ სჯეროდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოკვდება, ყველა მათგანი ქუჩაში იდგებოდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები