შალვა პაპუაშვილი: პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, სადაც ჩვენზე ნაკლები პოლარიზაციაა და გარწმუნებთ, რომ ასეთი ქვის მსროლელი ქვეყანა ვერ გამოჩნდება ამ პლანეტაზე

ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ერთმანეთთან ილაპარაკონ. სამწუხაროდ ის წინა პროცესი, სადაც შევეცადეთ გახსნილი ყოფილიყო, ჩართულიყო სხვადასხვა სფერო, მათ შორის არასამთავრობოები, ვნახეთ, რომ სამწუხაროდ მათ დესტრუქციული როლი ითამაშეს ამ პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მათ თავიდანვე ჩაკეტეს არჩევანი – მათ მიერ დასახელებული 3 კანდიდატი და თქვეს, იქნება ან ეს 3 ან არ იქნება. სამწუხაროდ ოპოზიცია ამ გავლენის ქვეშ მოექცა და ამ არჩევანს ვერ გაცდა. მარტივი წესი შევთავაზეთ, რომ 7 ადამიანი დაასახელეთ და ავირჩევთ. ეს შვიდიც არ დაასახელეს და ისე უნდოდათ აგვერჩია. მე ვფიქრობ, რომ პარტიებს უფრო შესწევთ უნარი ერთმანეთთან ისაუბრონ და ვთქვით კიდეც, რომ ფრაქციებს შორის იყოს კონსულტაციები. რაც შეეხება პოლარიზაციას, სინამდვილეში პრობლემა არ არის პოლარიზაციაში. პოლარიზაცია დღევანდელ პოლიტიკაში ნორმად იქცა – შეხედეთ ნებისმიერ დემოკრატიის მქონე ქვეყანას, არჩევნებს რომ დავაკვირდეთ, პოლარიზაციაა. უფრო მეტიც, პოლარიზაცია თავისი კლასიკური გაგებით გულისხმობს საზოგადოებაში პოლარიზაციას. ნიშნავს, რომ საზოგადოება ვერ თანხმდება რაღაც საკითხებში. დღეს ქართული საზოგადოება ძირითად საკითხებში შეთანხმებულია – ევროპაზე, ნატოზე, ეკონომიკურ საკითხებზე და ა.შ. პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, სადაც ჩვენზე ნაკლები პოლარიზაციაა და გარწმუნებთ, რომ ასეთი ქვის მსროლელი ქვეყანა ვერ გამოჩნდება ამ პლანეტაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები