ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მანანა არჩვაძე -გამსახურდიას საჩუქრად ახალი გამოცემა გადასცა

  ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შეხვდნენ. შეხვედრაზე მანანა-არჩვაძე გამსახურდიას საჩუქრად ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეკრებილი და გამოცემული ზვიად გამსახურდიას ოფიციალური დოკუმენტების, მიმართვებისა და ინტერვიუების სამტომეულის ათი ეგზემპლარი გადაეცა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ ეროვნულ ბიბლიოთეკას მადლობა გადაუხადა ამ გამოცემისათვის. წიგნი ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის – “საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუების” – ფარგლებში გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები