ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

„სტუმარს გავუზიარეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლებში საკანონმდებლო რეფორმების და ზოგადად, ევროკავშირთან და ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით. მისი განწყობა არის პოზიტიური, მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. დაგვიდასტურა მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა და ის, რომ რჩება საქართველოს გულშემატკივრად“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან გაბრიელა ჰაინრიხთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილმა სტუმარს  ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მათივე ინფორმაციით, გაბრიელა ჰაინრიხმა მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა და საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები