ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო წარმატებული რეფორმატორი ქვეყანაა

“საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გაატაროს რეფორმები. ამის დანახვა ცხადზე ცხადია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს კანდიდატის მინიჭების საკითხი არ იქნება პოლიტიკური საკითხი, საქმიან ჭრილში იქნება გადაწყვეტილი და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ წლის ბოლოს. ჩვენ, ჩვენი მოქმედებებით ვამტკიცებთ, რომ შეგვიძლია რეფორმების გატარება, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ყველა სფეროში. თუ მორიგ ჯერზე ეს იქნება პოლიტიკური საკითხი, ამ შემთხვევაში, საქართველო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები