სომხეთის მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა

      სომხეთის მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა, – ამის შესახებ საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა. გაფართოებული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები იყო. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე; სომხური მხრიდან კი – იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები და სომხეთის ელჩი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები