ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა (ფოტომასალა)

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება. მინისტრი არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაიხერგა დევდორაკის ხეობა და დარიალჰესის გვირაბი. ამ დროისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 პიროვნება, რომელიც გვირაბში სამუშაოებს აწარმოებდნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სრული შემადგენლობა მობილიზებულია დარიალის ხეობაში. მდინარე თერგის წყალი გადაკეტილია და გვირაბის ზედა ნაწილში მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშოები. გვირაბის ქვედა ნაწილში მძიმე ტექნიკის საშუალებით დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

1908397_875237615838335_5562308238291111656_n

10481060_875237722504991_6960272841744112598_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები