სტიქიასთან დაკავშირებით დარიალში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ყაზბეგში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. თათბირი პოლიციის შენობაში განთავსებულ საგანგებო შტაბში იმართება და მას შესაბამისი სამინისტროების სამსახურებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებიან. თათბირზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ მსჯელობენ. როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები. დარიალის ხეობაში ამ დრომდე უამინდობაა, თუმცა ეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს არ უშლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები