მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-მდე მოქალაქე ჩამოიყვანეს

დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე, ამ დროისთვის, 70-მდე მოქალაქეა ჩამოყვანილი. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, საჭიროებნის შემთხვევაში ტერიტორიაზე დარჩენილი ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის ვერტმფრენიც ჩაერთვება. “60-70-მდე ადამიანის გადმოყვანა მოხდა მონასტრის ტერიტორიიდან. საჭიროების შემთხვევაში პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება და ქალები და ბავშვები იქნებიან ევაკუირებული”, – განაცხადა ქაწაშვილმა. მისივე განმარტებით, სამუშაოები არ შეჩერდება და 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

10621987_799996660022829_1732919497_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები