ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მოსალოდნელი ზოგადი შედეგი მარეგულირებელი რეჟიმის გაუმჯობესებაა მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფის გზით, რაც აუცილებელია ადამიანისა და გარემოს დასაცავად მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
კანონპროექტით გაწერილია რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში სახელმწიფო უწყებების ზოგადი კომპეტენცია, რაც უზრუნველყოფს მარეგულირებელი სისტემის ეფექტიანობასა და ქმედით ფუნქციონირებას. განსაზღვრულია საერთაშორისო თანამშრომლობის მოქნილი მექანიზმი და სფეროს მარეგულირებელი ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები, რომელთა მხარეც საქართველოა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.