პრეზიდენტი: გუშინდელი სტიქია წინანდელზე გაცილებით მასშტაბურია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში იმყოფება. პრეზიდენტი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, დარიალში არსებული მდგომარეობა 17 მაისს მომხდარ სტიქიაზე მასშტაბურია. “საუბედუროდ, ეს არის იმავე პრობლემის გაგრძელება, რაც გვქონდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მნიშვნელოვანია, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მალე განხორციელდეს. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია გაზსადენის თემა, ვინაიდან ის ემსახურება როგორც საქართველოს, ისე ჩვენს მოძმე სომხებს. დღეს უკვე ვიცით, რომ ყველაფერი სწრაფად აღდგება, საქართველოს პრემიერი სომხეთშია და მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ, რომ ჩვენს სომეხ მეგობრებს გაზის მიწოდების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები