ახალ ზელანდიაში წყალდიდობის, მეწყერის და ძლიერი ქარის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ფოტო)

ახალ ზელანდიაში, რომელსაც ორი დღის წინ ციკლონმა “გაბრიელმა” გადაუარა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ძლიერმა წვიმებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდინარეების ადიდება გამოიწვია, დატბორილია დასახლებული პუნქტები, წაღებულია გზები, ზოგიერთი ტერიტორია გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, კრის ჰიპკინსმა განაცხადა, რთულად მისადგომ რაიონებიდან ხალხის ევაკუაციაში სამხედროები არიან ჩართულნი.

საგანგებო სიტუაციების მინისტრმა შექმნილ ვითარებას უწოდა “სერიოზული კატასტროფა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ახალ ზელანდიელთა სიცოცხლეს”.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ოკლენდში, ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქში, ისევე – როგორც ნორთლენდის, ტირავიტის რეგიონებში, პლენტის ყურეში, ვაიკატო და ჰოუკის ყურეში.

როგორც პრემიერმა თქვა, ”ეს იყო გრძელი ღამე ახალი ზელანდიელებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში”.

ზოგიერთი რაიონი დაზიანებული გზების გამო გარესამყაროსგან არის მოწყვეტილი.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნელია ქარის და წვიმის გაძლიერება, თუმცა, უმძიმესი ქარიშხალი აღარ განმეორდება.

Air New Zealand-მა თითქმის 500 ავიარეისი გააუქმა, მათ შორის, შიდა ფრენები – ოკლენდის მიმართულებით და უკან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები