იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამთავრებული, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც საფრთხობელა, არჩევნებამდე მიიყვანოს.

„ეს აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ხელმძღვანელობას, რადგან ასეთ მდგომარეობაში მეორე ადგილზე გასვლა, რომ კონკურენტები ჩამოგაშორონ, უბრალოდ გაწყობს. ერთადერთი არ აწყობს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ციხეშია. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამთავრებული. ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ეს უკვე დამთავრებული ამბავია. მისი არსებობა ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლას. წარმოიდგინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არსებობს. ამათ არსებობას სხვა აზრი არ გააჩნია. ავტომატურად სხვა თამაში იქნება. მიხეილ სააკაშვილი თუ გარეთ არის, ისედაც ავტომატურად ახალი რამ ლაგდება. ერთადერთი თემაა, მიშა გყავდეს ციხეში მძევლად, ის არ გამოუშვა ფიზიკურად და ის გამოიყენო საფრთხობელად. ჩათვალო პარტია მიშას აქვს ისევ, ამ პარტიით და მიშათი ერთობლიობაში ხალხს ისევ აშინებ, ამით იგებ არჩევნებს და მერე მიშა რომ იტყვის დავმარცხდით, ვაღიარებთ არჩევნებსო, მერე გამოუშვებ. მე არ მგონია, რომ ეს რეალური ვერსია იყოს. მგონია, რომ ეს ორი წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები