ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის სახით გვეუბნება, რომ პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლებელია – ძალიან ცდებიან

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩვენ გვეუბნება ვანო მერაბიშვილის სახით, რომ წამების ჩამორეცხვა და პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლებელია. ამაში ძალიან ცდებიან, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არის რადიკალიზმის წყარო.

„ბევრი ჩვენგანი ნამდვილად გულშემატკივრობდა ლევან ხაბეიშვილს ამ ორთაბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, რომელსაც არ უნდა გაემარჯვა, ამ პარტიის დაზიანება იქნებოდა გარდაუვალი. შესაბამისად, ჩვენთვის თავად ეს პროცესი, როგორც მმართველი პარტიისთვის, რომელიც თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რადიკალიზმის წყარო ამ ქვეყანაში და მისი არსებობა არის პრობლემა, რა თქმა უნდა ნებისმიერი სახით ამ გუნდის დაზიანება არ არის ჩვენთვის საწყენი. ლევან ხაბეიშვილის არჩევა მეორე ძალის ლიდერად, სიმართლე რომ გითხრათ, მიმაჩნია თავისივე ამომრჩევლისა და საზოგადოების შეურაცხყოფად. ვანო მერაბიშვილი მით უმეტეს კატასტროფაა. ეს არის ლეგიტიმაციის მცდელობა იმ წამებების, ტანჯვის, რასთანაც ეს ადამიანი ასოცირდება. პირდაპირ გუშინდელ გადაცემაში, როდესაც ვუყურებდით ფეიგინთან ვანო მერაბიშვილს, ეს იყო მისი გათეთრების, გარეცხვის მცდელობა. ადამიანებს უნდოდათ ეთქვათ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩვენ გვეუბნება ვანო მერაბიშვილის სახით, რომ წამების ჩამორეცხვა და პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლებელია და ამაში ძალიან ცდებიან, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები