საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან – ემზარი კუჭუაშვილთან ერთად – დუზაგრამა, თულარი, ლამბალო და იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განიხილეს და არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის 668 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა: გარე განათება, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სკვერების მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, საბავშვო ბაღების ეზოების მოპირკეთება.

„დავასრულეთ სოფლის მხარდაჭერის 2023 პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები. მიხარია, რომ აღნიშნული შეხვედრები კიდევ ერთხელ გვაძლევს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის საშუალებას, მათი პრობლემებისა და საჭიროებების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას. 24 სოფელში ვიმყოფებოდი და პირადად ვესწრებოდი შეკრებებს. ინფრასტრუქტურული საკითხების გარდა სოციალურ პრობლემებსაც შევეხეთ და გარკვეულ შემთხვევებში მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ გაჟღერებული პრობლემების დეტალური აღრიცხვა ვაწარმოეთ, რომელსაც აუცილებლად განვიხილავთ და დავიწყებთ გადაჭრის გზებზე მუშაობას,”- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები