ელისო ბოლქვაძე საქართველოში ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, კულტურის დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობა მხარეთა შორის მსჯელობის მთავარი თემა იყო. ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები