თალაკვაძე: მამუკა მდინარაძე ნამდვილად არ არის ის ადამიანი, ვინც შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ ათმა და თერთმეტმა პირწავარდნილმა აქტივისტმა შეაშინოს

მამუკა მდინარაძე ნამდვილად არ არის ის ადამიანი, ვინც შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ათმა და თერთმეტმა პირწავარდნილმა აქტივისტმა შეაშინოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც “იმედის” ტელევიზიასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის ხალხი, რომელიც მცირე ანაზღაურებას, სავარაუდოდ, იღებს იმაში, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ადგილას მაისურები შემოიხიონ და იყვირონ.

„ეს იყო იაფფასიანი და ძალიან უნიათო მცდელობა, რაღაც პროტესტის პერფორმანსი და იმიტაცია გაეკეთებინათ. ბატონი მამუკა მდინარაძე ნამდვილად არ არის ის ადამიანი, ვინც შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ათმა და თერთმეტმა პირწავარდნილმა აქტივისტმა შეაშინოს. ეს არის ხალხი, რომელიც მცირე ანაზღაურებას, სავარაუდოდ, იღებს იმაში, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ადგილას მაისურები შემოიხიონ და იყვირონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტელეკომპანია “იმედთან” მამუკა მდინარაძეს “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დახვდნენ და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები