სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად გაიმართა

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები, რომელთაც “ნაციონალური მოძრაობა” აორგანიზებს, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად გაიმართა.

დღეს აქციები ქობულეთსა და სამტრედიაში გაიმართა.
ქობულეთში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი მონაწილე მერიის შენობაში შესვლას შეეცადა, თუმცა, დაცვამ მას ამის საშუალება არ მისცა.

სამტრედიაში კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საკრებულოსთან შეიკრიბნენ და „თავისუფლება მიშას“ სკანდირებდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები