გურამ მაჭარაშვილი – “ნაცებზე”: დასტვენილები დადიან, ხან პრემიერთან მიდიან, ხან ლიდერებთან, მგონია, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს
მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული ინციდენტი იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ამ ხალხს მეტი არაფერი დარჩა, ჯგუფ-ჯგუფად დაიშალნენ და ლიდერებს ხან სახლში, ხან სტუდიაში მიუცვივდნენ, უსტვინონ, როგორც ჩანს, უკვე თავიანთი მარცხით დაუსტვინეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ასეთი დასტვენილები დადიან, ხან პრემიერთან მიდიან, ხან ლიდერებთან. მგონია, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა „ნაცმოძრაობის“ გამარგინალება დაწყებულიყო, ეს ბოლომდე მიიყვანა და შემდეგ ლევან ხაბეიშვილის არჩევით საკონტროლო გასროლა მოხდა, რითაც პრაქტიკულად დასრულდა ომის პარტია.
ესენი ვერც პარლამენტში ჩერდებიან, ვერც ქუჩაში და ვერც საერთაშორისო ასპარეზზე გააკეთეს რამე. ეს არის კარგი სახელმწიფოსთვის, რადგან ბოლოს და ბოლოს ნორმალური ოპოზიცია ჩამოყალიბდება და 2024 წლის არჩევნებისთვის მოემზადება“, – თქვა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ტელეკომპანია „იმედთან“ დახვდნენ და დაუპირისპირდნენ.