მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: აქეთ-იქით ხტუნაობას და მილიონი მოპარული დოლარის ხარჯვას საჭმელი აჭამონ და გადარჩენილია
საჭმელი აჭამონ და მიშა გადარჩება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ტყუილია, რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება.
„ამდენ აქეთ-იქით ხტუნაობას და მილიონი მოპარული დოლარის ხარჯვას საჭმელი აჭამონ და გადარჩენილია. სასწორზე დევს სიმართლე და ტყუილი. ტყუილია: სააკაშვილი კვდება, სააკაშვილი მოწამლეს. სიმართლე კი რა მარტივია – უნდა აჭამონ. ამ ხალხს უნდა, რომ ევროინტეგრაცია გადის მიშას კუჭზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.