მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებზე: გულწრფელად, მართლა ცოდოები არიან, წარმოიდგინეთ, რას ავალებენ – უნდა მოვიდნენ და გეძახონ რუსი

არ ვიცი ასეთი სასაცილო ხალხი. ეგონათ, რომ არ გადავიდოდი მანქანიდან, გადავედი და რომ კითხულობ, რას ითხოვო, სასტვენში ჩაბერვით გპასუხობენ და დადიან ასე ჩაბერილები, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც მას „ტელეიმედის“ შესასვლელთან დახვდნენ.

„გულწრფელად, მართლა ცოდოები არიან. წარმოიდგინეთ, რას ავალებენ: უნდა მოვიდნენ და გეძახონ რუსი. როგორც კი ოდნავ შედიხარ სიღრმეში და ეტყვი ვის ემსახურება, რა აქვს ნაკეთები მის უფროსს, მათ შორის რუსების სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ, მერე ისევ სასტვენი პირში. ხომ უნდა გაიზრო რა დავალების შესასრულებლად მოდიხარ. ვიღაც გადმოგიხტება მანქანიდან, ვიღაც – არა, გაივლის. შეიკავებს თავს ან ვერ შეიკავებს. რა რუსი? თუთიყუშივით რომ გამეორებინებენ რუსიო და შინაარსი არ დევს ამაში, შენს პატრონს ქართველი ჯარისკაცებისთვის აქვს დაბრალებული ომის დანაშაული რუსეთის სასარგებლოდ, ეს ცოტა მაინც ხომ უნდა გაიაზრო? ცოტა მაინც თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს, რომ საყვირში არ ჩაბერო?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ შენობასთან, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს ტელეკომპანიის შენობასთან დახვდნენ და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები