მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე“: შეუძლიათ, ხალხის თვალში ოდნავ მაინც გამოასწორონ მდგომარეობა, მოგონილ დეპოლარიზაციაში მაინც მიიღონ მონაწილეობა

„შეუძლიათ, ხალხის თვალში ოდნავ მაინც რომ გამოასწორონ მდგომარეობა, მოგონილ დეპოლარიზაციაში მაინც მიიღონ მონაწილეობა. ფორმალურად მაინც დაუჭირონ მხარი იმ კანონპროექტებს, რომელიც ევრორეკომენდაციების საფუძველზე ჩვენს მიერ სრულდება და მათი ამომრჩევლის ნაწილი მაინც შეიძლება შერჩეთ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ადგილას მყოფი პარტიაა.
“ასე არავინ შერჩებათ და სამწუხაროა, რომ დღეს ნომერ მეორე ადგილას მდგომი პარტია არის „ნაცმოძრაობა“. ეს გადაწყვეტილება არავიზე გათვლილი არ იყო. ბოიკოტი ამ შემთხვევაში მათ რაღაც ტერმინად და საშუალებად გამოიყენეს. ესენი როგორ გადააქცევენ ხოლმე იცით ბოიკოტს? ვიღაცას შეუძლია დაწეროს, რომ მე ბოიკოტში ვარ, წავედი სახლში და ერთი წელი არ მოვალ, მომეცით ხელფასი და პარლამენტარი მქვიაო და ჩვენ აქ ვმუშაობთ. შეიძლება მედიის ხედვით „გაყიდვადი თემები“ სხვა იყოს, მაგრამ საქმე კეთდება ამ პარლამენტში. ათეულობით კანონი, საზედამხედველო ფუნქციას რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ რეკომენდაციების 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად დაიწერა და მივიღეთ და ვიმუშავეთ წინა წელს. ასე უბრალოდ არ ხდება. თითოეული კანონის და სიტყვის უკან შრომა დევს და ეს არსად არ ჩანს და ამ დროს რა კარგია, ავდექი, ბოიკოტი ზოგადი ფრაზით დავწერე და აქცია ჩავატარე. ვერც ის აქცია ჩაატარეს მერე, ოცი კაცი მიდის თითო აქციაზე რეგიონებში და გაამარგინალეს თავისი პარტია, მაგრამ მე არ ვწუხვარ ამაზე, პირიქით“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები