მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: უარესად გამარგინალდნენ
“შეიძლება, „ნაცმოძრაობაში“ გულწრფელად ჰგონიათ, რომ ახლა ქუჩაში გავლენ და მათ ფეიკკამპანიას ექნება მხარდაჭერა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ უარესად გამარგინალდნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ არის სატელევიზიო პროდუქტი, რეალურად, აღარ არსებობს.
„ქუჩაში გასვლაც არაფერს აძლევს „ნაცმოძრაობას“. სხვათა შორის, მათ ეგონათ, რომ რაღაცას აძლევდათ. ისინი შეიძლება იყვნენ საკუთარი წარმოდგენების, პატარა ე.წ. ბაბლის მძევლები. შეიძლება გულწრფელად ჰგონიათ, რომ ახლა ქუჩაში გავლენ და მათ ფეიკ კამპანიას ექნება მხარდაჭერა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ უარესად გამარგინალდნენ. ამიტომ გადავუხადე მადლობა ხაბეიშვილს – ასე მოკლე დროში მსოფლიოში არცერთი პარტია არ გაუმარგინალებია არცერთ თავმჯდომარეს. მოახერხეს ეს, იმიტომ რომ ხალხის აზრი და მათი აზრი არ ემთხვევა ერთმანეთს. „ნაცმოძრაობა“ არის სატელევიზიო პროდუქტი, რეალურად აღარ არსებობს. დიდი ფულადი რესურსი რომ არ ჰქონდეთ და არ აფინანსებდნენ საკუთარ ტელევიზიებს, ფიზიკურად არ არსებობენ. იგონებენ რაღაცას და მოგონილ ამბავზე დაფუძნებული აზრი ვერ ჭრის საზოგადოებაში“, – აცხადებს მდინარაძე.