სააკაშვილის ძვირადღირებული სახლი ამერიკაში – კერძო საცხოვრებლის კადრები ქვეყნდება

ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული სახლის ფოტოებს “ქრონიკა” აქვეყნებს.

წყაროს ინფორმაციით, ეს ის სახლია, რომელზეც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია საუბარი და ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მისამართადაა მითითებული.

როგორც “ქრონიკა” წერს, ბრონქსში, 595 – 239 მისამართზე სააკაშვილის კერძო სახლს უსაფრთხოების მიზნით სპეციალური დაცვის სამსახური აკონტროლებს. ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია, ცხოვრობდა თუ არა დოკუმენტებში მითითებულ სახლში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დგინდება, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას გიული ალასანიამ მილიონ დოლარამდე გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები