თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის, ი.ჭ.-ს გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები”, – განუცხადეს “კვირას” უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები