გიორგი ამილახვარი: სიმართლე ერთია – სააკაშვილმა უნდა დაიწყოს ჭამა, მას ეს თავისუფლად შეუძლია და ყველანაირი სპეკულაცია და პრობლემა აქ დამთავრებულია

“სიმართლე ერთია: მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაიწყოს ჭამა, მას ეს თავისუფლად შეუძლია და ყველანაირი სპეკულაცია და პრობლემა აქ დამთავრებულია – ეს არის თავი და თავი ყველაფრის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თანხების მეათედი, რომელიც ლობირებაში იხარჯება, სააკაშვილის ოჯახმა, მეგობრებმა ან პარტიამ მის ჯანსაღ კვებაში რომ დახარჯონ – პრობლემა მთავრდება.

„თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი იქნება ცალკე გადახდილი, რომ შემდეგ ამ დალობირებულის აღსრულება და გაშლა მოხდეს მთელი ევროპის მასშტაბით. რიტორიკულ კითხვას დავსვამდი: საიდან ეს თანხები? ეს არის ქვეყნიდან მოპარული ფული, რომელსაც პატიმარ, დამნაშავე სააკაშვილის ფეიკ-ნიუსებში, იმიტირებულ პროცესებში და აღქმების ჩამოყალიბებაში ხარჯავენ. ამ თანხების მეათედი, რომელიც ლობირებაში იხარჯება, სააკაშვილის ოჯახმა, მეგობრებმა ან პარტიამ მის ჯანსაღ კვებაში რომ დახარჯონ, აქ მთავრდება პრობლემა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები