მიხეილ ყაველაშვილი: უფრო შიშვლდება პროცესი და იკვრება ის წრე, რომელზეც ჩვენ თვეებია, ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

“უფრო შიშვლდება პროცესი და იკვრება ის წრე, რომელზეც ჩვენ თვეებია, ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ლობისტური კომპანიების საშუალებით ხდებოდა მისი და მისი მმართველობის გათეთრება.

„ეს ადამიანი პატიმარია წელიწადზე მეტია, რამხელა ძალისხმევასა და რამხელა თანხები იღებს მისი მხარდამჭერი ოჯახი, თუ რა დავარქვა, არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, როდესაც ეს ადამიანი მმართველობაში იყო რა თანხებს ხარჯავდა იმისთვის, რომ საკუთარი პიარი ეწარმოებინა და იმ დანაშაულების დასაფარად, რომელიც მისი მმართველობის დროს იყო ჩადენილი. ამიტომაც მოინათლა ის დემოკრატიის შუქურად და ყველაფერი შუქდებოდა სწორედ ამ სახით. ამ ლობისტური კომპანიების საშუალებით ხდებოდა მისი და მისი მმართველობის გათეთრება. სწორედ ამასთან გვაქვს დღესაც საქმე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები