მამუკა მდინარაძე – MKD-ის განცხადებაზე: ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რა მასშტაბის კოორდინებული შანტაჟი მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იურიდიული კომპანია MKD-ის განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რა მასშტაბის კოორდინირებული შანტაჟი მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„თუ საერთაშორისო მედიასთანაც ეს დამოკიდებულებაა, სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რა მასშტაბის კოორდინებული შანტაჟი მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა ის პოლიტიკაში ჩაერთოს და შემდეგ ამ გადაწყვეტილების გაგრძელება იყოს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა. როგორც ჩანს, ეს კაცი ვერავინ ვერ გაიცნო ნორმალურად – რატომ შეიძლება, მიიჩნიო, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს და სიცოცხლეს რისკავს, ყველას გვახსოვს 2011-2012 წლები, ფულის გულისთვის ჩაერთვება პოლიტიკაში და შემდეგ ქვეყანას ომში ჩართავს, მე არ ვიცი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები