შალვა პაპუაშვილი – საპარლამენტო ოპოზიციას: ფაქტობრივად, ყოველ თვე არის შესაძლებლობა, რომ კითხვის არსებობს შემთხვევაში ინტერპელაციაზე დაიბაროთ შესაბამისი ანგარიშვალდებული პირი

„ინტერპელაციის რაოდენობა გაიზარდა და, ფაქტობრივად, ყოველ თვე არის შესაძლებლობა, რომ კითხვის არსებობის შემთხვევაში დაიბაროთ შესაბამისი ანგარიშვალდებული პირი პარლამენტში”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმას წარდგენის შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტში გაწერილ ინტერპელაციის წესზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება მოქნილობას. ჩვენი რეგლამენტის ნაკლებად იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ მოქნილობა იყოს, ვინაიდან არის სტანდარტები ვადებთან დაკავშირებით და რთულია, რომ გავცდეთ იმ ხისტ ჩანაწერს თარიღთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს, თუმცა, მეორე მხრივ, დადებითი არის ის, რომ თუკი ადრე ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა ადრესატის მოსვლა ინტერპელაციაზე და გადაიდებოდა ორი ან სამი თვით, ახლა, ფაქტობრივად, ყოველ თვეა ინტერპელაციის დღე და ამიტომ ნაკლებია იმის შანსი, რომ თქვენს კითხვებზე პასუხები არ მიიღოთ”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები